საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მოხარული ვართ, რომ ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს.

ჩვენი ვებგვერდი შესაძლებლობას გაძლევთ გაეცნოთ უახლეს ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და ჩეხეთის რესპუბლიკის და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების შესახებ.

საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში 2006 წლიდან ფუნქციონირებს და მის მთავარ მიზანს ორ ქვეყანას შორის კეთილმეგობრული ურთიერთობების გაღრმავება, საქართველოს პოპულარიზაცია და საქართველოს მოქალაქეების დაცვა წარმოადგენს

საქართველო და ჩეხეთის რესპუბლიკა მჭიდროდ თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობა მიმდინარეობს თითქმის ყველა სფეროში. აღსანიშნავია,რომ ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები საერთო ინტერესებსა და ფასეულობებზეა დაფუძნებული.

საქართველოსათვის მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ჩეხეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა, ისევე როგორც, ჩეხეთის დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის პროცესში შეძენილი გამოცდილების გაზიარება.

იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია დაგეხმარებათ მეტი შეიტყოთ საქართველოსა და საელჩოს მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ.